საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამართლის სფეროში ინსტიტუციური პარტნიორობის გასაღრმავებლად

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თამარ ზარანდია შეხვდა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორს, ოლაფ მუთჰორსტსა და ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელს, ტობიას შთუდემანს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე და ასოც. პროფ. გიორგი რუსიაშვილი.

 

საუბარი შეეხებოდა უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებს შორის ინსტიტუციონალური პარტნიორობის გაღრმავებას, როგორც სტუდენტთა და ლექტორთა მობილობის გაზრდის კუთხით, ასევე, საერთო სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

 

პროფ. მუთჰორსტი სასწავლო-სამეცნიერო ვიზიტებით რეგულარულად სტუმრობს საქართველოს 2018 წლიდან. 2019 წლიდან დღემდე ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. ქართულ ენაზე გამოცემულია მისი სახელმძღვანელო, „სამართალმცოდნეობის საფუძვლები“ (2019) და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სარეფორმო წინადადებები“ (2021).

თარიღი: 22/04/2023